ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, AstraZeneca-ს გამოყენება არ შეაჩერონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს მოუწოდა, არ შეაჩერონ AstraZeneca-ს გამოყენებით კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინასა და სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის არსებობის მტკიცებულება არ არსებობს.

”დღეის მდგომარეობით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ინციდენტები გამოწვეულია ვაქცინით და მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის კამპანიები გაგრძელდეს, რათა ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ და შევაჩეროთ ვირუსისგან გამოწვეული მძიმე დაავადება,“ - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა.

მისივე თქმით, ორგანიზაცია მოკვლევას განაგრძობს და როგორც კი სრულყოფილად გაეცნობა ფაქტებს, ინფორმაციას მაშინვე გაასაჯაროებს.

„როგორც კი ჯანმო სრულყოფილად გაეცნობა ამ მოვლენებს, დასკვნები და მიმდინარე რეკომენდაციების ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას”, - აღნიშნა ლინდმაიერმა.

აღსანიშნავია, რომ ჯანმოს ვაქცინების უსაფრთხოების ექსპერტები დღეს შეიკრიბებიან და ვაქცინასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. დღესვე შეხვედრა გაიმართება ევროპის მედიკამენტების სააგენტოშიც, დასკვნას კი ორგანიზაცია ხუთშაბათს წარადგენს.

შეგახსენებთ, რამდენიმე ქვეყანამ AstraZeneca-ს გამოყენება რამდენიმე ვაქცინირებულ ადამიანში სისხლის შედედების პრობლემების წარმოქმნის გამო დროებით შეაჩერა.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
კახა ოქრიაშვილი - 2021 წელს 43%-იანი პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ დასრულებულა
„ლუტეცია ჯგუფი“ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აარსებს
ახალი სერვისი არააქტიური მოპოვების ლიცენზიის მფლობელებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“