თურქეთის ინდუსტრიის მინისტრი - თურქეთს სურს, 2021 წლის ბოლოსთვის საკუთარი ვაქცინა ჰქონდეს

თურქეთი მიზნად ისახავს, 2021 წლის ბოლოსთვის საკუთარი ვაქცინა ჰქონდეს, - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის ინდუსტრიისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთი საკუთარი ვაქცინის ადამიანებზე გამოკვლევას ქვეყნის მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს მიერ ნებართვის გაცემისთანავე დაიწყებს.

მუსტაფა ვარანკმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში „ვაქცინების ომი“ მიმდინარეობს და ღარიბი ქვეყნები ვაქცინებს ვერ ღებულობენ.

„ამიტომ, ვიცით, რომ ჩვენს მიერ შექმნილი ვაქცინა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წარმატება იქნება,“- აღნიშნა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა