გაერო - მიანმარში აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 138-მდე გაიზარდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის წარმომადგენლის, სტეფან დუჯარიკის განცხადებით, მიანმარში აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 138-მდე გაიზარდა. მისი თქმით, მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში მიანმარში პოლიციის მხრიდან ძალადობას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა. გენერალური მდივნის წარმომადგენლის განცხადებით, დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

მიანმარში საპროტესტო აქციები თებერვლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ არ წყდება. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აქციების დროს 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს