ოსლოში სკოლები დაიხურა, სტუმრად კი მაქსიმუმ 2 ადამიანის მიღებაა დასაშვები

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საშუალო სკოლები აპრილამდე დაიხურა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, იმ რაიონებში, სადაც გავრცელება მნიშვნელოვნად მაღალია, დაწყებითი სკოლები ონლაინ რეჟიმზე გადავლენ და საბავშვო ბაღები დაიხურება.

ამასთან, ოჯახებს ორზე მეტი სტუმრის ერთდროულად მიღება ეკრძალებათ.

დედაქალაქის ადგილობრივმა მთავრობამ აღნიშული გადაწყვეტილება კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული შტამით“ დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო მიიღო.

„ეჭვგარეშეა, რომ მესამე ტალღაში ვიმყოფებით”, - განაცხადა ოსლოს მმართველმა მერმა რაიმონდ იოჰანსენმა.

14 მარტის მონაცემებით, ნორვეგიაში, რომლის მოსახლეობა 5.4 მილიონს შეადგენს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 448 000-მდე ადამიანს აქვს მიღებული, ვაქცინის ორივე დოზა კი 256 000-ზე მეტ მოქალაქეს გაუკეთდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო