რუსეთში კორონავირუსის „სამხრეთ აფრიკული ვარიანტის შტამი“ დაფიქსირდა

რუსეთში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული ვარიანტის შტამი დაფიქსირდა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში განაცხადეს.

„აღმოჩენილია 28 შემთხვევა, რომლებიც დაკავშირებულია ბრიტანულ ვარიანტთან, ორი კი - სამხრეთ აფრიკულ ვარიანტთან,“- აღნიშნულია „როსპორტრებნადზორის“ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის „ბრაზილიური ვარიანტი“ არ დაფიქსირებულა.

ამასთან, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ სპეციალისტებმა ქვეყანაში კორონავირუსის სხვა მუტაციების 16 შემთხვევაც აღმოაჩინეს.

რამდენიმე დღის წინ „როსპორტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ აღნიშნა, რომ რუსეთში „სამხრეთ აფრიკული ვარიანტის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა