დავით ზალკალიანი - ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში

ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

დღეს, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, საუბარი ძირითადად შეეეხება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას.

მისი შეფასებით, ამ თვალსაზრისით საქართველოს სერიოზული პროგრესი აქვს.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის უმაღლესი და ყველაზე შინაარსიანი ფორმატი, რაზეც ძირითადად, საუბარი მიმდინარეობს ასოცირების იმპლემენტაციაზე და ამ მხრივ საქართველოს მართლაც სერიოზული პროგრესი აქვს, მაგრამ აუცილებელია ვისაუბროთ, როგორც პროგრესზე, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, რაც არის რეგიონში ჩვენს გარშემოა შექმნილი. ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი