Bloomberg – მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 9.1 მილიონამდე ადამიანს უტარდება

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 126 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად 381 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 9.1 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი - 109 მილიონზე მეტი ვაქცინირებული აშშ-შია, რაც ნიშნავს, რომ ყოველი 100 მოსახლიდან მინიმუმ ერთი დოზა მიიღო 32.8-მა ადამიანმა. მე-2 ადგილს ჩინეთი იკავებს, სადაც 64.9 მილიონი ადამიანია აცრილი. აშშ-სა და ჩინეთს ინდოეთი მოჰყვება 31.7 მილიონი ვაქცინირებულით.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 47%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. ისრაელის გარდა ვაქცინაცია განსაკუთრებული სისწრაფით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაერთიანებულ სამეფოსა და ჩილეში მიმდინარეობს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით