„რობერტ კოხის ინსტიტუტი“ - გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 20% - ით გაიზარდა

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გასულ კვირაში 20% -ით გაიზარდა, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ ეპიდემიოლოგმა დირკ ბროკმანმა განაცხადა.

„ზუსტად მესამე ტალღის მიჯნაზე ვიმყოფებით. ამაზე დავა აღარ შეიძლება. ჩვენ შევამსუბუქეთ შეზღუდვები და ეს ექსპონენციალურ ზრდას აჩქარებს", - აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, შეზღუდვის ზომების შემსუბუქება განსაკუთრებით უსარგებლო იყო ვირუსის ბრიტანული ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გათვალისწინებით.

„აქ ეს შემსუბუქება სრულიად არარაციონალური იყო. ამან ექსპონენციალურ ზრდას მხოლოდ ხელი შეუწყო,“- აღნიშნა დირკ ბროკმანმა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გუშინ გერმანიის საავადმყოფოების რეანიმაციული განყოფილებების ექიმებმა განაცხადეს, რომ საჭიროა შეზღუდვების გარკვეული ზომების აღდგენა იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემიის მესამე ტალღა თავიდან აიცილოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა