მიხეილ სარჯველაძე - ოპოზიციონერთა რიგი ნაბიჯები დესტრუქციულია და ემსახურება იმას, რომ  ზოგიერთი პარტიის მერკანტილური ინტერესების გამო, მოლაპარაკებები შედეგიანად არ დასრულდეს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციონერთა რიგი ნაბიჯები დესტრუქციულია და ის გადადგმულია იმ მიზნით, რომ ზოგიერთი პარტიის მერკანტილური ინტერესების გამო, მოლაპარაკებები შედეგიანად არ დასრულდეს.

მისივე თქმით, ხელისუფლება ნამდვილად და გულწრფელად მოწადინებულია, რომ მოლაპარაკებების პროცესი იყოს შედეგიანი.

"მოკლებული ვარ შესაძლებლობას, კონკრეტულ პირობებზე ვისაუბრო. ვფიქრობ, რომ შეთანხმება მიღწევადია, მიუხედავად იმ ფონისა, რაც შექმნილია. ნამდვილად მაქვს წარმატების იმედი, რადგან ზოგადად, საღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს ისეთ დამოკიდებულებებთან მიმართებაში, რომელიც შეიძლება მერკანტილური იყოს. მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიციონერთა მხრიდან ვიხილეთ ისეთი დამოკიდებულება, რაც კონსტრუქციული არ იყო. მაგალითად, ჩვენ მკაცრად ვიცავთ პირობას, რომელიც მოლაპარაკებებთან დაკავშირებული დეტალების გაუხმაურებლობას უკავშირდება. ოპიზიციის მხრიდან ამის საპირისპირო არაერთი მაგალითი ვნახეთ, რაც სწორი დამოკიდებულება არ არის. ყველა უნდა იყოს მოწადინებული, რომ მოლაპარაკება რეალურად შედგეს და იყოს ისეთი შედეგის მქონე, რითაც ქვეყანა გადადგამს წინ ნაბიჯს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა