მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამჟამად დღის წესრიგში იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის თანამდებობის დატოვების აუცილებლობა არ დგას

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ამ დროის მდგომარეობით, დღის წესრიგში იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის თანამდებობის დატოვების აუცილებლობა არ დგას.

"ამჟამად გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრის პოსტზე იმყოფება და ის ამ თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ამ წუთას მას დღის წესრიგში თანამდებობის დატოვების აუცილებლობა არ უდგას. როდესაც ეს მოცემულობა შეიცვლება, პრემიერ-მინისტრის დისკრეციაა აღნიშნულ თანამდებობაზე კონკრეტული კანდიდატურა შეარჩიოს. ის თუ ვინ განიხილება ან განიხილება თუ არა ვინმე, ჩემთვის ცნობილი არ არის", - განუცხადა ჟურნალისტებს მიხეილ სარჯველაძემ.

იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის ფიცი უკვე დადო. ლორთქიფანიძე ერთ-ერთია სასამართლოში ახლად არჩეულ ექვს მოსამართლეს შორის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი