„თიბისი კონცეპტი“ მარჯანიშვილის 7-ში, ლექციების სერიას უმასპინძლებს

ინტერდისციპლინარული ფორუმი, „თიბისი კონცეპტის“ სივრცეში, მიმდინარე გამოფენის - „მარჯანიშვილის უბანი”- არქიტექტურა, პოლიტიკა და იდენტობის” ფარგლებში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგანმანათლებლო ლექციებს ლიტერატურის, კულტურის და არქიტექტურის სფეროს წამყვანი პროფესიონალები წაიკითხავენ.

„ერთდღიანი ფორუმის მიზანი სფეროში დაგროვილი გამოცდილების და ხედვების გაზიარებაა ურბანულ, პოლიტიკურ და სოციო-ეკონომიკურ ჭრილში.

თარიღი: 20 მარტი

ღონისძიების განრიგი:

12:00 – 13:00

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს პანელი

13:00 - 13:45

თიკო ხომერიკი - ანთროპოლოგი ურბანულ ლაბირინთში

13:45 – 14:15

შესვენება

14:30 – 16:15

ლაშა ბაქრაძე - ლიტერატურა მუზეუმში

16:15 -17:00

ირინა ქურთიშვილი - სახელოვნებო სფეროს გამოწვევები დღეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროექტი - „მარჯანიშვილის უბანი” თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალესთვის შეიქმნა და არქივების სახით ამ უბნის ისტორიებს აერთიანებს.

„მათ შორისაა: 1980-1990-იან წლებში უბნის რეკონსტრუქციის არქიტექტურული არქივი; 2000-იანი წლების თიბისის სათაო ოფისის შენობის სარესტავრაციო მასალები; ასევე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული გალაკტიონის დღიურების ჩანაწერები, რომლებსაც გამოფენაზე ფართო საზოგადოება ორიგინალის სახით იხილავს.

აღსანიშნავია, რომ გალაკტიონ ტაბიძე ერთ დროს, სწორედ მარჯანიშვილის (ყოფილი ჟორესის) ქუჩაზე, №4 სახლში, მეორე სართულზე ცხოვრობდა. გამოფენის კურატორია ხელოვანი და სცენოგრაფი - ირინა ქურთიშვილი.

ლექციებზე ფიზიკურად დასწრება შეზღუდული რაოდენობით იქნება შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ლექციები თიბისი კონცეპტის Facebook გვერდზე.

ლექციებზე ფიზიკურად დასასწრების მსურველებს რეგისტრაცია თიბისი კონცეპტის ვეგ-გვერდის მეშვეობით შეეძლებათ: www.conceptevents.ge

*გამოფენის პარტნიორები

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისის არქიტექტურის ბიენალე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული არქივი, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა