Moderna საკუთარი ვაქცინის გამოცდას 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში იწყებს

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოცდა დაიწყო,- ამის შესახებ კომპანიამ დღეს განაცხადა.

Moderna-ს განმარტებით, კვლევა, რომლის ფარგლებშიც mRNA-1273 ვაქცინის ორ დოზას შეერთებულ შტატებსა და კანადაში რეგისტრირებულ 6 750-მდე ბავშვს 28-დღიანი ინტერვალით გაუკეთებენ, ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას შეაფასებს.

კვლევა ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტსა (NIAID) და ბიო – სამედიცინო მოწინავე კვლევისა და განვითარების ორგანოსთან (BARDA) თანამშრომლობით ხორციელდება.

კიდევ ერთი კვლევის საშუალებით, რომელიც დეკემბერში დაიწყო, Moderna საკუთარი ვაქცინის ეფექტურობას 12-დან 18 წლამდე ასაკის პირებზე ცდის.

აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა ვაქცინის 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებში გადაუდებელი გამოყენების ნებართვა უკვე გასცა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა