უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ რუსი ჰაკერების მიერ დაგეგმილი ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა აღკვეთეს, რომლის სამიზნე მთავრობის საიდუმლო ინფორმაცია იყო.
„თავდასხმის მიზანი უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ინსტიტუტების საიდუმლო მონაცემებზე წვდომის მოპოვება იყო“, - აცხადებენ უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
უწყების მტკიცებით, ჰაკერების უკან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური დგას. კიევს მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ "ჰიბრიდული ომის" წარმოებასა და კიბერთავდასხმების ორგანიზებაში მანამდეც დაუდანაშაულებია, თუმცა რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"