ღვაწლმოსილი მეცნიერის ხელფასი როგორ შეიძლება 20%-ზე მეტად ჩამორჩებოდეს პარლამენტარის ხელფასს?

„არასოდეს დავიღლები იმ პრობლემებზე საუბრით, რაც დღესდღეობით, ჩვენს მეცნიერებს, პედაგოგებს და პროფესორ-მასწავლებლებს აწუხებთ.

კიდევ ერთხელ მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ბევრ ისეთ საკითხს, რომლის გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელი იქნება, მომავალში ამ სისტემის ნორმალური ფუნქციონირება და წარმატებები, რომელსაც ველოდებით.

არასოდეს ვიყავით ბანანის რესპუბლიკა და ყოველთვის ინტელექტუალურ რესპუბლიკად მოვიხსენიებოდით, ისტორიის მანძილზე.

ახალგაზრდებში დღეს პრაქტიკულად ყველა იურისტი და ბიზნეს-სკოლის წარმომადგენელია. ეს გამოწვეულია არამარტო იმით, რომ ახალგაზრდებს ინტერესები გაუქრათ, რადგან წარმატებული ბიზნეს და იურიდიული სკოლები გვაქვს? არა! უბრალოდ დეგრადირდა, მეცნიერებათა აკადემიის ის მიმართულებები, რომელიც ყოველთვის მძაფრად იყო წარმოჩენილი ქვეყანაში.

ღვაწლმოსილი მეცნიერის ხელფასი როგორ შეიძლება 20 პროცენტით ჩამორჩებოდეს პარლამენტარის ხელფასს? ის ხშირად 200 პროცენტითაც კი ჩამორჩება.

დღეს მეცნიერებას ხელფეხი აქვს მოჭრილი, იმ გაგებით, რომ მას არ აქვს პოლიგონები ინსტიტუტების სახით. ამის მიუხედავად მაინც განაგრძობენ მუშაობას.

არ დავიღლები იმ რეფორმებში მონაწილეობით, რაც აამაღლებს, ამ მიმართულებას. რეალურად ისინი არიან ელიტა საქართველოში და უნდა მივცეთ განვითარების საშუალება.

პარადოქსია მაგრამ ფიზიკოსი რომ გახდე, დღეს ფიზიკის ფაკულტეტზე ფიზიკის ჩაბარებაც კი არ არის საჭირო“.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა