ამირან გამყრელიძე - გუშინდელი დღე დავამთავრეთ ვაქცინის მხოლოდ 3 დოზის დანაკარგით, სამწუხაროდ, ადამიანს დაუვარდა შპრიცი ამოღებული ვაქცინით

გუშინდელი დღე დავამთავრეთ ვაქცინის მხოლოდ 3 დოზის დანაკარგით, სამწუხაროდ, ადამიანს დაუვარდა შპრიცი ამოღებული ვაქცინით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ ვაქცინის დოზები არ დაიკარგოს.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ე.წ. სარეზერვო სიაში გვყავს. „ასტრაზენეკას" ვაქცინა შემოსულია 10 დოზიან ფლაკონებში, როდესაც გაიხსნება არ უნდა დავკარგოთ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ. 10 ადამიანი უნდა გვყავდეს რიგში, რომელიც აიცრება.

გუშინ დღის ბოლოს, როდესაც რიგში აღარ იყო 10 ადამიანი, 3 დოზა უნდა დარჩენილიყო, მოდიოდა ზარი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში და აქედან ჩვენები მიდიოდნენ საღამოს და იცრებოდნენ. გუშინდელი დღე დავამთავრეთ მხოლოდ 3 დანაკარგით, სამწუხაროდ, ადამიანს დაუვარდა შპრიცი ამოღებული ვაქცინით",-აცხადებს გამყრელიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ