ირაკლი ღარიბაშვილი - შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება - რაც შეეხება პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვებას, ჩემი გადასაწყვეტი არაა, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო

შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა უპასუხა კითხვას, არის თუ არა მზად სასამართლო სისტემის რეფორმისთვის, ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა და დაკავებული ოპოზიციის ლიდერის გასათავისუფლებლად და აღნიშნა, რომ მისი გადასაწყვეტი არაა, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სასამართლოს რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„სასამართლო რეფორმა კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩვენთვისაც. ვალდებულება გვაქვს ნაკისრი სასამართლო სისტემის რეფორმაზე. ბევრი მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ამ კუთხით. არ ვაჭარბებ, 2012 წელს რომ მოვედით, კატასტროფული სიტუაცია იყო, ბევრი რეფორმა განხორციელდა.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვებას. პოლიტიკოსობა მიზეზი არაა, რომ გამოვუშვათ ვინმე. თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ამიტომ, ჩემი გადასაწყვეტი არაა, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ესაა სამართლის უზენაესობა, სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინმე გაუშვას პატიმრობაში თუ გაათავისუფლოს.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ჩემი პრეროგატივა არაა, გადავწყვიტო, როდის ჩატარდება არჩევნები. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ეუთო/ ოდირმა, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარა, რომ არჩევნები კონკურენტული, სამართლიანი და თავისუფალი იყო. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი