ჟოზეფ ბორელი - პარლამენტის გვერდით ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი, ყველამ უნდა შეიკავოს თავი პროვოკაციული რიტორიკისა და ქმედებებისგან

პარლამენტის გვერდით ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი, ყველამ უნდა შეიკავოს თავი პროვოკაციული რიტორიკისა და ქმედებებისგან და კომპრომისები ვიპოვოთ , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა უწყება, ყველა მოთამაშე პირველ ადგილზე საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს უნდა აყენებდეს.

„ყველა პოლიტიკური პარტია მომავლისთვის საერთო საფუძველზე უნდა მუშაობდეს და მთავრობამ უნდა გამოიჩინოს კლასიკური ლიდერობა. მთავრობამ, როგორც მმართველმა პარტიამ, პასუხისმგებლობა განსაკუთრებით უნდა იგრძნოს, რომ სამომავლო გზები ვიპოვოთ. პარლამენტის გვერდით ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი, ყველამ უნდა შეიკავოს თავი პროვოკაციული რიტორიკისა და ქმედებებისგან და კომპრომისები ვიპოვოთ“, - განაცხადა ბორელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა