ჟოზეფ ბორელი - ეს შეხვედრა იყო შანსი შეგვეფასებინა საერთო თანამშრომლობის ასპექტები

ეს შეხვედრა იყო შანსი შეგვეფასებინა საერთო თანამშრომლობის ასპექტები, ჩვენი ფართომასშტაბიანი აცრების შეთანხმება, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საუბარი ასევე იყო ამჟამინდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„როგორც ევროკომისარმა ბრძანა და კარგად იცის, საუბარი გვქონდა ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობაზე. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველომ "კოვაქსიდან" მიიღო დახმარება, უფრო მეტი იქნება ევროკავშირიდან დახმარების სახით. ჩვენ გვინდა, რომ ხავერდოვნად გაიაროს ქვეყანამ ეს სიტუაცია და მდგრადი მდგომარეობა იქნეს მიღწეული, აღდგენილი იქნეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა", - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა