მამუკა მდინარაძე - როდესაც ბორელს ეკითხებიან, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და პასუხობს, რომ 2020 წლის არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ამაზე მკაფიო, ნათელი პასუხი არ არსებობს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღეს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედროს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „ყველაფერი ძალიან მკაფიო და ნათელი იყო“.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორებმა „კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველოში 2020 წლის არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.“

„ვინც ამ პრესკონფერენციას უსმინა და უყურა, იქ იყო ძალიან მკაფიო და ნათელი ყველაფერი. გზავნილებიც იყო ასევე მკაფიო და ვინც მოუსმენდა, აღარ დარჩებოდა კითხვის ნიშნები ევროპის ქვეყნების ოფიციალურ პოზიციასთან დაკავშირებით.

მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, იყო თავისუფალი და სამართლიანი. ეს ხაზგასმა შემთხვევითი არ ყოფილა და იყო კონკრეტულად იმ კითხვის საპასუხოდ, რაც ახალი არჩევნების დანიშვნას შეეხებოდა. ჩვენი დღის წესრიგი არის მოლაპარაკების მაგიდასთან შეთანხმების მიღწევა, მაგრამ არ არის მხოლოდ ეს. საუბარია იმაზე, რომ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პუნქტს, მიუხედავად იმ ურთულესი გამოწვევებისა, რაც პანდემიისგან მიყენებულმა ზიანმა განაპირობა, უნდა მივყვეთ ზედმიწევნით და 2024 წლისათვის ყველა პირობა უნდა გვქონდეს საიმისოდ შესრულებული, რომ ჩვენ გვქონდეს უფლება შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე“, -აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას არ გაურბის.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ პასუხისმგებლობას, რაც ხელისუფლებას და მმართველ გუნდს აქვს, არსად გავურბივართ, პირიქით და ეს ჩანს ჩვენს მოქმედებებშიც. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, კიდევ ერთხელ, ნათლად და მკაფიოდ იყო მითითებული, რომ ბოიკოტი არ არის ის გზა, რომელიც ამ შემთხვევაში იქნებოდა რელევანტური ოპოზიციის მხრიდან. საბოლოო ჯამში, ყველა კითხვას კიდევ ერთხელ და ნათლად გაეცა პასუხი არა ჩვენი მხრიდან, არამედ ყველაზე ობიექტური დამკვირვებლების მხრიდან, ეს იყო ევროპის ქვეყნების ოფიციალური პოზიცია, რომელიც ბატონმა ბორელმა წარმოადგინა.

როდესაც ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირს ეკითხებიან, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და ის პასუხობს, რომ 2020 წლის არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ამაზე მკაფიო და ნათელი პასუხი არ არსებობს“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, რომელიც ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ქართული ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნას შეეხებოდა, უპასუხა, რომ მასზე არ არის დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები. მისივე თქმით, ეუთო განიხილავს ჩატარებულ არჩევნებს როგორც თავისუფალსა და დამოუკიდებელს.

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა