ევროპის წამლის სააგენტო „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით 18 მარტს იმსჯელებს

ევროპის წამლის სააგენტო აცხადებს, რომ არ არსებობს არავითარი ნიშნები იმისა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა თრომბის წარმოქმნას უწყობს ხელს.

სააგენტო ვაქცინის შეფასებას აწარმოებს თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით და მოსალოდნელია, რომ განხილვას 18 მარტს დაასრულებს. ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა ემერ ქუქმა განაცხადა.

მისი თქმით, მტკიცედ სჯერათ, რომ ვაქცინის უპირატესობა აღემატება გვერდითი ეფექტების რისკს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ დროისთვის არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ვაქცინაციამ გამოიწვია თრომბების წარმოქმნა. ისინი არ გამოვლენილა ვაქცინის კლინიკური გამოცდის დროს და ისინი არ არის შეტანილი ცნობილი, ან მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების გამოვლინებათა ნუსხაში“, - განაცხადა ქუქმა.

მისი თქმით, კლინიკური კვლევების დროს როგორც ვაქცინირებულმა, ასევე იმ ადამიანებმა, ვინც პლაცებო მიიღო, თრომბების განვითარების ძალიან დაბალი განვითარება აჩვენა.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით