აშშ-ის დაზვერვა - ვლადიმერ პუტინმა, სავარაუდოდ, 2020 წლის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ნებართვა გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სავარაუდოდ, გასულ წელს აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებზე დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ზეგავლენის მოხდენის ნებართვა გასცა, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

15-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსკოვი ავრცელებდა "შეცდომაში შემყვან ან დაუსაბუთებელ ბრალდებებს" საბოლოო გამარჯვებულის, ჯო ბაიდენის შესახებ.

ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის განმარტებით, 3 ნოემბრის არჩევნების წინ პრეზიდენტ ბაიდენის შესახებ დაუსაბუთებელი ბრალდებები რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებულმა პირებმა გაავრცელეს. ზოგიერთმა მათგანმა ბაიდენის საწინააღმდეგო ნარატივისკენ მედიასაშუალებებს, მაღალჩინოსნებსა და დონალდ ტრამპის მოკავშირეებს უბიძგა.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, დეზინფორმაციის კამპანიის მიზანი ფართო საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შერყევა იყო.

რაც შეეხება ირანსა და ჩინეთს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთისგან განსხვავებით, რომელიც დონალდ ტრამპის გამარჯვების შანსების გაძლიერებას ცდილობდა, ირანი აწარმოებდა "მრავალმხრივ ფარულ გავლენის კამპანიას" მისი მხარდაჭერის შესუსტების მიზნით.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ "მაღალი ალბათობით", ჩინეთს რომელსაც ვაშინგტონი დიდი ხანია კიბერ ჯაშუშობაში ადანაშაულებს, არჩევნების წინ „ჩარევის მცდელობები" არ განუხორციელებია.

დოკუმენტის თანახმად, ხმის მიცემის პროცესსა და საბოლოო შედეგებში უცხო სახელმწიფოები არ ჩარეულან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს