კანადის იმუნიზაციის კომიტეტი AstraZeneca-ს ვაქცინას 65 წელს გადაცილებულ პირებში გამოყენების რეკომენდაციას იძლევა

კანადის იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ კომიტეტში აცხადებენ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის 65 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეების ასაცრელად გამოყენებას მხარს უჭერენ.

მათი განმარტებით, გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებამ აჩვენა, რომ მისი ხანდაზმულებში გამოყენება უსაფრთხო და ეფექტურია.

კანადის იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულმა კომიტეტმა 1 მარტს განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 18-დან 64 წლამდე ასაკის მოქალაქეები უნდა აცრილიყვნენ, ვინაიდან 65 წლისა და ზემოთ ასაკის პირებში მისი გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემები არსებობდა.

შეგახსენებთ, კანადას, რამდენიმე ქვეყნისგან განსხვავებით, AstraZeneca-ს ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია არ შეუწყვეტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა