ნათია თურნავა - ევროკავშირმა საქართველოს-ბულგარეთის-რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაში მხარდაჭერა აღგვითქვა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე დავაყენეთ რამდენიმე საკითხი, რაზეც სრული მხარდაჭერა აღგვითქვეს, პირველ რიგში, შავ ზღვაზე საქართველოს-ბულგარეთის-რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საბჭოზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, „თუ რამდენად მაღალ პროგრესს მიაღწია საქართველომ ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებლებების შესრულებაში“.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩატარდა ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით. მოგეხსენებათ, გაიმართა ასოცირების საბჭოს სხდომა, სადაც ჩვენ მოხსენებებით წარვდექით. ჩვენ დავაყენეთ რამდენიმე საკითხი, რაშიც სრული მხარდაჭერა აღგვითქვეს. პირველ რიგში, ეს არის ფიზიკური კავშირ-ურთიერთობების განვითარება შავ ზღვაზე, რაც დაგვაკავშირებს ჩვენს ევროპულ სახელმწიფოებთან. კონკრეტულად, საუბარია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მიმოსვლის მეტად განვითარებაზე საქართველოს-ბულგარეთის-რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ეს არის საბორნე მიმოსვლის გააქტიურება იმ ფონზე, როცა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა ძალიან სწრაფად ვითარდება.

„ევროკავშირი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. თუმცა, სატრანსპორტო მიმოსვლა ჩვენს პორტებს შორის არ არის რეგულარული და არ შეესაბამება იმ დინამიკას და იმ ტემპს, რაც ჩვენ გვჭირდება. ევროკავშირმა აღგვითქვა ამაში დახმარება, მათ შორის შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადებაში," - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა