საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა გურიის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 8 სექცია აამოქმედა

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა გურიის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 8 სექცია აამოქმედა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, 2021 წლის 16 მარტიდან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 8 სექცია ამოქმედდა: 1. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (გმირთა მოედანი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრამდე (ბოხვაურის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ; 2. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრიდან (ბოხვაურის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრამდე (ბახვის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ; 3. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის მე-40 კილომეტრიდან (ბახვის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრამდე (ბოხვაურის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ; 4. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 44-ე კილომეტრიდან (ბოხვაურის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრამდე (გმირთა მოედანი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ; 5. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 49-ე კილომეტრიდან (ანასეულის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრამდე (ჭანიეთის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ; 6. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრიდან (ჭანიეთის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (ქაქუთის ხიდი), ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ; 7. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (ქაქუთის ხიდი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრამდე (ჭანიეთის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ; 8. საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრიდან (ჭანიეთის გადასახვევი) საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 49-ე კილომეტრამდე (ანასეულის გადასახვევი), ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ.

მათივე ცნობით, სულ საქართველოს მასშტაბით, უკვე 1238 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა