Bloomberg- აშშ-ში ვაქცინაცია 110 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა, ჩინეთში 64.9-ს, ევროკავშირში 50 მილიონზე მეტს

გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 128 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად 391 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 9.5 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ყველაზე მეტი - 110 მილიონზე მეტი ვაქცინირებული აშშ-შია, რაც ნიშნავს, რომ ყოველი 100 მოსახლიდან მინიმუმ ერთი დოზა მიიღო 33-მა ადამიანმა. მე-2 ადგილს ჩინეთი იკავებს, სადაც 64.9 მილიონი ადამიანია აცრილი.

აშშ-სა და ჩინეთს ინდოეთი მოჰყვება 34 მილიონი ვაქცინირებულით. რაც შეეხება ევროკავშირს, გაერთიანებაში ვაქცინა 50 მილიონზე მეტიმა ადამიანმა გაიკეთა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 47.8%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. ისრაელის გარდა ვაქცინაცია განსაკუთრებული სისწრაფით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაერთიანებულ სამეფოსა და ჩილეში მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს