ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ საათობრივი პარკირება დაინერგება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქალაქის მასშტაბით აღნიშნული პროგრამის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მომდევნო თვეების განმავლობაში სხვა რაიონებსა და კონკრეტულ ქუჩებს მოიცავს.

„ზონალურ საათობრივი პარკირების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. კონკრეტულ რაიონებში ქუჩები გვაქვს, სადაც ზონალურ საათობრივი პარკირება მოქმედებს და მოქმედებს წარმატებით. შესაბამისად, მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, ჩვენ ამ პროგრამის დანერგვას სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა ქუჩაზე ვაგრძელებთ. შემდეგი ეს გახლავთ ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები, სადაც ზონალურ საათობრივი პარკირების დანერგვა მოხდება. 10 მუნიციპალური პავილიონი განთავსდება, სადაც მათი კუთვნილი ავტომანქანების რეგისტრაციაში თანამშრომლები დაეხმარებათ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის დანერგვა მთელი ქალაქის მასშტაბით. მომდევნო თვეების განმავლობაში სხვა რაიონებსა და კონკრეტულ ქუჩებში გადავალთ“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა