კახა კალაძის განცხადებით, პერსონალის დაინფიცირების გამო დახურული ბაგა-ბაღებიდან 4 უკვე გაიხსნა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პერსონალის დაინფიცირების გამო დახურული ბაგა-ბაღებიდან 4 უკვე გაიხსნა.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერია მაქსიმალურად მკაცრად იცავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ რეგულაციებს და ბაღებში აღსაზრდელთა უსაფრთხოებისთვის ყველა ღონისძიება ტარდება.

„ყველა მოთხოვნა, რაც ჯანდაცვის სამინისტროდან მოდის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია. როდესაც პერსონალი გაიტესტა, სანამ ბაღები გაიხსნებოდა, 8 ბაღში მომუშავე ადამიანებსს კოვიდი დაუდასტურდა, შესაბამისად, 8 ბაღი არ გაიხსნა. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად მაქსიმალურად ვაკვირდებით პროცესებს. ასევე, ტესტირების შედეგად 46 ბაგა-ბაღში პერსონალს და ზოგ შემთხვევაში ბავშვებს დაუდასტურდათ კოვიდი, შესაბამისად, ეს ბაღები დაიხურა, თუმცა უკვე 4 ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლებულია და ეტაპობრივად ხდება ტესტირება და ბაღების გახსნა.

ჩვენ მაქსიმალურად მკაცრად ვეკიდებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ რეგულაციებს. ტარდება ყველა ის ღონისძიება, რაც არის აღსაზრდელებისა და პერსონალის ჯანმრთელობის დასაცავად“,- განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა