რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრე დააკავეს, რომელიც სავაჭრო ცენტრში აფეთქებას გეგმავდა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ეფესბემ) ადიღეში „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრე დააკავა, რომელიც ტერაქტს ამზადებდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულმა, რომელიც წარმოშობით ცენტრალური აზიიდანაა, აღიარა, რომ სავაჭრო ცენტრში აფეთქების მოწყობას აპირებდა.

„ეფ-ეს-ბეს“ ცნობით, მამაკაცის სახლში ხელნაკეთი ბომბის კომპონენტები და „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა აღმოაჩინეს. ამასთან, დაკავებულის გაჯეტებში სპეციალისტებმა „ტერორისტული კონტენტის მნიშვნელოვანი რაოდენობა, მათ შორის სხვადასხვა ინსტრუქციები, აღმოაჩინეს“.

სისხლის სამართლის საქმე ტერაქტისთვის მზადების ფაქტზე აღიძრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა