ალუდა ღუდუშაური - ჩვენ ვერ გავყვებით ოპოზიციას საკუთარ პარტიულ და დესტრუქციული პირების დღის წესრიგში - არ ჩავატარებთ ყოველ ჯერზე არჩევნებს, სანამ  „ნაციონალური მოძრაობა“ არ გაიმარჯვებს

ჩვენ ვერ გავყვებით ოპოზიციას საკუთარი პარტიული, გნებავთ ცალკეული დესტრუქციული პირების დღის წესრიგში. არ ჩავატარებთ ყოველ ჯერზე არჩევნებს, სანამ არ გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი როლი და მოთხოვნა სამართლიანობის პრინციპებს დააფუძნონ, რა სიტუაციაშიც „ნამდვილად შეთანხმდებიან“.

„იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას, თუმცა არ შეიძლება შეთანხმება არსებობდეს ან ყველაფერზე, ან არაფერზე. ის უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს, საზოგადოების ინტერესებს და სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებს. „ქართული ოცნება“ როგორც მმართველი პოლიტიკური ძალა, ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და არ ვმოქმედებთ პარტიული დღის წესრიგით ან ამოცანებით. თუ ჩვენს ოპონენტებს ერთხელ მაინც აქვთ გაცნობიერებული თავიანთი როლი და პასუხისმგებლობა, უნდა ამოვიდნენ სახელმწიფო ინტერესებიდან, დააფუძნონ თავიანთი მოთხოვნა სამართლიანობის პრინციპებს და ასეთ სიტუაციაში ნამდვილად შევთანხმდებით.

ჩვენმა ოპონენტებმა ახალი ფრონტის ხაზი გაუხსნეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და პირდაპირი ლანძღვის რეჟიმში გადავიდნენ, რაც დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. თუ მათ აქვთ ოდნავი შეხება ქვეყნის ინტერესებთან, შეთანხმება შედგება. ჩვენ ვერ გავყვებით ოპოზიციას საკუთარი პარტიული, გნებავთ ცალკეული დესტრუქციული პირების დღის წესრიგში, არ ჩავატარებთ ყოველ ჯერზე არჩევნებს სანამ არ გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობა“. ოპოზიცია ამტვრევს იმ სარკეს, რომელშიც იხედება“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მისივე აზრით, ჟოზეფ ბორელიმ გუშინდელი განცხადებით დაადასტურა ის, რასაც საერთაშორისო პარტნიორები და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით თავიანთ მისიებში ასახავდნენ.

„საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია გრანდიოზულ წინსვლას ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. 2020 წლის არჩევნები შეფასებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის მიერ როგორც უაღრესად წინგადადგმული, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული არჩევნები. ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეეძლო თავისუფლად გამოევლინა ნება და გააკეთებინა საკუთარი არჩევანი. ჩვენს ოპონენტებს თუ არ მოსწონთ ჩვენი საზოგადოების მიერ გაკეთებული არჩევანი ეს მათი პრობლემაა და არ გახლავთ არც ხელისუფლების, არც საზოგადოების და არც საერთაშორისო პარტნიორების ბრალი. ვისმენთ ერთობ დამაზიანებელ განცხადებებს ჩვენი ოპონენტებისგან, რომ თურმე საერთაშორისო პარტნიორების ბრალიც ყოფილა, რომ საზოგადოება მათ მხარს არ უჭერს. ვნახეთ ძალიან დამაზიანებელი ფაქტები, როდესაც ჩვენი ოპონენტები არ ერიდებიან და თავს დაესხნენ მორიგ ჯერზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მათ წარმომადგენლებს. ბატონმა ბორელიმ გუშინდელი განცხადებით დაადასტურა ის, რასაც საერთაშორისო პარტნიორები და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები თავიანთ მისიებში ასახავდნენ. საუბარი მაქვს NDI-ს დასკვნაზე და IRI-ს დასკვნამ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა