გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი - AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა, ის ქვეყანაში 10 მილიონზე მეტ ადამიანს გაუკეთდა

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა.

„Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა, ჩვენ ვიცით, რომ ის ქვეყანაში 10 მილიონზე მეტ ადამიანს გაუკეთდა. ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ ვაქცინების ეფექტების განხილვას და ვიცით, რომ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა გაერთიანებულ სამეფოში ადამიანების სიცოცხლე იცავს,“- განაცხადა მეთ ჰენკოკმა.

მისი თქმით, Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინის უსაფრთხოებაზე არა მხოლოდ ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანო, არამედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის მარეგულირებელი ორგანოც საუბრობენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს