აშშ-ში რუსეთის საელჩო - ვაშინგტონი ”მეგაფონის დიპლომატიის” პრაქტიკას განაგრძობს, რომლის მიზანი რუსეთის ნეგატიური იმიჯის შენარჩუნებაა

აშშ-ში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ის დაზვერვის მიერ გაჟღერებული ბრალდებები 2020 წლის ფედერალურ არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ უსაფუძვლოა.

„აშშ-ის დაზვერვის მიერ მომზადებული დოკუმენტი კიდევ ერთი უსაფუძვლო ბრალდებაა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამგვარი პრეტენზიების არცერთი ფაქტი ან კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს,“- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩოში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი ”მეგაფონის დიპლომატიის” პრაქტიკას განაგრძობს.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვაშინგტონი ”მეგაფონის დიპლომატიის” პრაქტიკას განაგრძობს, რომლის მთავარი მიზანი რუსეთის ნეგატიური იმიჯის შენარჩუნება და ქვეყნის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაციაში გარე ძალების მოთამაშეების დადანაშაულებაა,“- აღნიშნულია განცხადებაში.

რუსი დიპლომატები ირწმუნებიან, რომ ვაშინგტონის ამგვარი ქმედებები ხელს არ შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას.

შეგახსენებთ, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნების წინ რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული პირები ჯო ბაიდენის შესახებ დაუსაბუთებელ ბრალდებებს ავრცელებდნენ. მათი მიზანი დონალდ ტრამპის გამარჯვების შანსების გაძლიერება და საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შერყევა იყო.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა