„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებამდე ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებამდე, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია სასჯელს იხდის, ავტოკოლონებით მხარდასაჭერ მსვლელობას - „თავისუფლებისთვის” მართავენ.

რუსთავის ციხესთან მისვლამდე, აქციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლებენ. მათი ორი მთავარი მოთხოვნა ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნაა.

„რაც არ უნდა „ტრიუკები” ჩაგვიტაროს ივანიშვილმა ლობისტების დახმარებით, ამ ბრძოლას ის ვერ შეაჩერებს, მოუწევს უკან დახევა და ხალხის მოთხოვნების გათვალისწინება. ეს მოთხოვნები არის, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. დღევანდელი მარშრუტით რესპუბლიკის მოედნიდან შსს-სთან გავივლით, სადაც შევახსენებთ, რომ ვარსებობთ ხალხი, რომელიც ამ ქვეყანაში ძალადობრივ რეჟიმს აპროტესტებს.

ბოლო წერტილი იქნება ნიკა მელიას პატიმრობის ადგილი, რუსთავის ციხესთან, სადაც გაიმართება აქცია”, - აღნიშნა ბესო გაზდელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა