ჯანმო - AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი აჭარბებს მის რისკებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინების უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, AstraZeneca-ს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სარგებელი აჭარბებს მის რისკებს და შესაბამისად, ის ვაქცინაციის გაგრძელების რეკომენდაციას იძლევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, „ვაქცინების უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი“ აგრძელებს AstraZeneca-ს ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უახლესი მონაცემების ყურადღებით შეფასებას.

”ამ განხილვის დასრულების შემდეგ, ჯანმო დაუყოვნებლივ გააცნობს დასკვნას საზოგადოებას. ამ დროისთვის, ჯანმო მიიჩნევს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი აჭარბებს მის რისკებს და ვაქცინაციის გაგრძელების რეკომენდაციას იძლევა”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ ექსპერტების დახურული შეხვედრის ჩატარებიდან ერთი დღის შემდეგ გაავრცელა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის, ვაქცინების და ბიოპრეპარატების დეპარტამენტის დირექტორის ქეით ობრაიენის თქმით, ვაქცინების უსაფრთხოების კომიტეტი აფასებს, არის თუ არა დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, მაგალითად, თრომბები, ვაქცინაციასთან.

”ცდებისგან მიღებული კონკრეტული რიცხვების გადაჭარბებული ინტერპრეტირება არ უნდა მოვახდინოთ. ისინი ძალიან ეფექტური ვაქცინებია, ისინი სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინებია. ასე რომ, ყველამ უნდა მიიღოს ის ვაქცინა, რასაც პროგრამით შესთავაზებენ”,- განაცხადა ობრაიენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა