თურქეთში ძლიერი ხანძრის შედეგად 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თურქეთში, ართვინის პროვინციაში ძლიერი ხანძარია. სტიქიამ უკვე გაანადგურა 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ხანძარი იუსიფელის რაიონის სოფელ დერეიჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი სხვა საცხოვრებელ სახლებზე გავრცელდა.

ადგილზე უამრავი სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან მაშველები და სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მეხანძრეები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ცეცხლი უფრო დიდ ფართობზე არ გავრცელდეს.

„დაზარალდა უამრავი სახლი და მოქალაქეთა ქონება. თუმცა, კარგი ის არის, რომ მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - აღნიშნა თურქეთის შს მინისტრის მოადგილე ისმაილ ჩათაქლიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს