აქტივისტები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, სადაც „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეხვედრა მიმდინარეობს, აქციას მართავენ

მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან აქციას მართავენ, პარალელურად კი ოფისში „ქართული ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეხვედრა მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტებმა შესაბამისი წერილი წარმოადგინეს, რომელსაც, მათივე განმარტებით, ეცდებიან, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს გადასცენ.

როგორც სამოქალაქო აქტივისტები განმარტავენ, წერილში აღნიშნულია ის, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.

"მიუხედავად იმისა, რომ კოორდინაციაში ვართ ოპოზიციასთან, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მათი პრინციპულობა, მათი ბრძოლა იმისათვის, რომ მივიღოთ ვადამდელი არჩევნები და გავათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები, შესაძლოა, საკმარისი არ იყოს. ამიტომ ბატონმა დანიელსონმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც უკვე არჩევნების მეორე დღიდანვე აპროტესტებდა არჩევნების გაყალბებას და რომ ეს საზოგადოება ძალიან პრინციპულად მოითხოვს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. ასევე უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა ყველას მიმართ, თორემ ეს ემსგავსება მძევლებით ვაჭრობას, რადგან გაათავისუფლებენ ერთს და იჭერენ მეორეს, მესამეს. სამოქალაქო საზოგადოების, ვინც კარვებში ღამეს ვათენებთ, სურვილია ის, რომ ჩვენი ქვეყანა დაშორდეს რუსეთს და დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს", - განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა