ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დადასტურების შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი „საფასურს გადაიხდის“ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიგრანტებს მოუწოდებს აშშ-ში არ ჩავიდნენ. „დიახ, მე შემიძლია საკმაოდ ნათლად ვთქვა, არ ჩამოხვიდეთ. ჩვენ ახლა გადაწყობის პროცესში ვართ და ეს დიდ ხანს არ გასტანს. შესაძლებელი იქნება თავშესაფარი ადგილზევე მოითხოვოთ. ასე რომ, ნუ დატოვებთ თქვენს ქალაქებსა და დასახლებებს“, - აღნიშნა ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუში.

მისივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „საფასურს გადაიხდის“ 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის.

კითხვაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას, ბაიდენმა აღნიშნა: „მალე იხილავთ“.

„ის გადაიხდის საფასურს. ჩვენ, მე და მას ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მე მას საკმაოდ კარგად ვიცნობ. საუბრის დაწყებისას მე მას ვუთხარი - შენ მიცნობ მე და მე გიცნობ შენ. თუ დადგინდა, რომ ეს მოხდა, მაშინ მოემზადეთ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სავარაუდოდ, გასულ წელს აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებზე დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ზეგავლენის მოხდენის ნებართვა გასცა. 15-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსკოვი ავრცელებდა "შეცდომაში შემყვან ან დაუსაბუთებელ ბრალდებებს" საბოლოო გამარჯვებულის, ჯო ბაიდენის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა