"თბილისი ენერჯი" - გლდანში გაზის მილი დააზიანეს, რის გამოც ბუნებრივი აირის გარეშე 5000 - ზე მეტი აბონენტი დარჩა

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გლდანის რაიონში გაზი ავარიულად გაითიშა. მათივე ინფორმაციით, დაზიანების ხარისხისა და სამუშაოების სირთულის გამო გაზმომარაგების მიწოდება ხვალ დილიდან დაიწყება და დღის ბოლომდე სრულად აღდგება.

„ გლდანში გაზის მილი დააზიანეს. 5000 აბონენტი გაითიშა. მიზეზი შპს "გონია", რომელმაც სამუშაოების დროს "თბილისი ენერჯის" კუთვნილი გაზსადენი დააზიანა. ავარიის გამო გაზის გარეშე 5000-ზე მეტი აბონენტი დარჩა. ამჟამად ადგილზე "თბილისი ენერჯის" სპეციალისტები დაზიანებული გაზსადენის აღსადგენად ინტენსიურად მუშაობენ”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა