არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიაზე - ვურჩევდი, რომ გირაო გადაიხადოს - როდესაც მეორე მხარეს დგას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი შეთანხმება, ჩემთვის პირადად გირაოს გადახდა იქნებოდა პრიორიტეტი

როდესაც შენი გირაოს საკითხი დგას და მეორე მხარეს დგას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჩემთვის პირადად აქ არჩევანი არ არსებობს და გირაოს გადახდა იქნებოდა პრიორიტეტი , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თალაკვაძის თქმით, ნიკა მელიას შეუძლია, რომ ხვალვე გადაიხადოს გირაო და გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ნიკა მელიას მხარეს ხვალვე შეუძლია, რომ გადაიხადოს გირაოს თანხა და შემდეგ ის დატოვებს საპატიმროს. ძირითადი სასამართლო პროცესი წინ არის, ამიტომ წინასწარ ვერც თქვენ და ვერც მე ვერ ვიტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. თუ ვინმე შემეკითხება, მე ვურჩევდი, რომ მან უნდა გადაიხადოს ეს გირაო. არა იმიტომ, რომ მას უნდა ეს თუ არა, უნდა გადაიხადოს იმიტომ, რომ ელემენტარულად პასუხისმგებლიანი პოლიტიკაა, თუ შენ ხედავ, რომ შენი საკითხი ხელს უშლის ძირითად შეთანხმებას, რაც მთელ ქვეყანას სჭირდება, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, როგორც პოლიტიკოსი ვალდებული ხარ გადადგა ეს ნაბიჯი, მიუხედავად იმისა, რა გაქვს ადრე ნათქვამი ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ჩვენ პოლიტიკოსებს აღვიქვამთ როგორც ადამიანებს, ვინც უნდა გადაჭრას სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხები, ამ დროს, როდესაც დგას შენი გირაოს საკითხი და მეორე მხარეს დგას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჩემთვის პირადად აქ არჩევანი არ არსებობს და გირაოს გადახდა იქნებოდა პრიორიტეტი, თუმცა ეს არის მისი პოლიტიკური გუნდის გადასაწყვეტი და იმედი მაქვს, რომ რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა