აშშ-ის განცხადებით, პროქურთული პარტიის დახურვის შესახებ თურქეთის გადაწყვეტილება ძირს უთხრის დემოკრატიას

თუკი პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ დაშლის შესახებ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება წარმატებული აღმოჩნდა, ეს კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის თურქეთში ძირს დემოკრატიას,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

თურქეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს პროქურთული პარტიის დაშლის მოთხოვნით გუშინ მიმართა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის ხელისუფლება „სახალხო დემოკრატიულ პარტიას“ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში ადანაშაულებს. „სახალხო დემოკრატიული პარტია“, რომელსაც თურქეთის 600-წევრიან პარლამენტში 55 ადგილი აქვს, ბოევიკებთან ყველანაირ კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ პროკურატურა პოლიტიკური დაკვეთებით მოქმედებს.

„ქურთისტანის მუშათა პარტია“ თურქეთისა და მისი დასავლელი მოკავშირეების, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირის მიერ, ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.

იხილეთ ვიდეო:აშშ-ის განცხადებით, პროქურთული პარტიის დახურვის შესახებ თურქეთის გადაწყვეტილება ძირს უთხრის დემოკრატიას

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა