ტანზანიის პრეზიდენტი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტანზანიის პრეზიდენტი ჯონ პომბე მაგუფული 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვიცე-პრეზიდენტმა სამია სულუჰუ ჰასანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მაგუფული დარ ეს სალამის საავადმყოფოში, გულის დაავადებისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

მედიის ინფორმაციით, ვრცელდება მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ ტანზანიის პრეზიდენტი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ ჯონ პომბე მაგუფული კორონავირუსის მიმართ სკეპიციზმით გამოირჩეოდა. ერთხელ მან განაცხადა, რომ კორონავირუსზე გამოსაკვლევად ფარულად პაპაიასა და თხის ნიმუშები გაგზავნა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ამ განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ ტანზანიამ შეწყვიტა კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების სტატისტიკის გამოქვეყნება.

ამასთან, პრეზიდენტი მაგუფული ტანზანიაში „ლოქდაუნის“ გამოცხადების წინააღმდეგი იყო და აცხადებდა, რომ ქვეყანა ბიზნესისთვის ღია დარჩებოდა.

იხილეთ ვიდეო:ტანზანიის პრეზიდენტი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა