ბრაზილიაში კორონავირუსის 90 303 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

ბრაზილიაში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 90 303 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 2 648 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ საკუთარ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა სოციალური დისტანცირების წესების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის.

„ლოგიკურად, მე მიხაროდა. ეს აჩვენებს, რომ ხალხი ცოცხალია. ჩვენ გვინდა თავისუფლება, გვსურს, რომ მსოფლიომ პატივი სცეს ჩვენს კონსტიტუციას,“- განაცხადა ბოლსონარუმ.

პანდემიის დაწყების დროიდან ბრაზილიაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 11 693 838 და გარდაცვალების 284 775 შემთხვევაა დადასტურებული.

იხილეთ ვიდეო:ბრაზილიაში კორონავირუსის 90 303 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს