უკრაინაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1.5 მილიონს, დაღუპულების რიცხვმა კი - 29 253-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მაქსიმ სტეპანოვმა დღეს განაცხადა.

უკრაინაში ოთხშაბათს კოვიდ 19-ის ფატალური შემთხვევების რაოდენობის რეკორდული დღიური მაჩვენებელი, 289 შემთხვევა, დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი ვირუსს კიდევ 267 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაღალია ჰოსპიტალიზებული პაციენტების რიცხვიც. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საავადმყოფოებში 4 376 კოვიდინფიცირებული გადაიყვანეს.

ინფიცირებულებისა და დაღუპულების რაოდენობის ზრდის გამო უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა რეგიონების ადგილობრივ ხელისუფლებებს შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდა.

იხილეთ ვიდეო:უკრაინაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს