კონსტანტინ კოსაჩოვი - რუსეთის მიერ აშშ-დან ელჩის კონსულტაციებისთვის გამოწვევა უკანასკნელი რეაქცია არ იქნება, თუ ბაიდენის განცხადებებს განმარტება და ბოდიში არ მოჰყვება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის უხეში განცხადებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით აუცილებლად უარყოფითად აისახება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე კოსაჩოვმა Facebook- ზე განაცხადა.

„ამგვარი განცხადებები მიუღებელია და აუცილებლად გაზრდის დაძაბულობას ჩვენს ქვეყნებს შორის. აშშ-ში რუსეთის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება არის სწრაფი, ადეკვატური და ერთადერთი გონივრული რეაქცია ასეთ ვითარებაში და ვვარაუდობ, რომ არა უკანასკნელი, თუკი ამერიკის მხრიდან განმარტება და ბოდიშის მოხდა არ მოჰყვება,“- აღნიშნა კოსაჩევმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“. ბაიდენმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის დაზვერვამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსკოვის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის უკან ვლადიმერ პუტინი დგას. მოსკოვმა ამ ბრალდებას „უსაფუძვლო“ უწოდა. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა უპასუხა : „დიახ.“ აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა აშშ-ში რუსეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა