აზერბაიჯანში კორონავირუსის ე.წ. „ბრიტანული ვარიანტის“ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოქალაქეები, რომლებსაც ვირუსის ახალი ვარიანტი დაუდასტურდათ, აზერბაიჯანში საზღვარგარეთიდან ჩავიდნენ.
ცნობისათვის, პორტალ Koronavirusinfo.az-ზედღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, საერთო ჯამში, 468 826 ადამიანს ჩაუტარდა.