პროკურორი - ტელეკომპანიაში იძულებით შესვლა არ იგეგმება და არც იგეგმებოდა

დღესაც პროკურატურა მზად არის, მიიღოს ის აუდიოჩანაწერი, თუ, რა თქმა უნდა, ტელეკომპანიასა და ჟურნალისტს სურვილი ექნებათ, რომ ეს ჩანაწერი გადმოგვცენ. თავად სიუჟეტში იყო გასული, რომ ეს აუდიოჩანაწერი მიტანილია კონვერტით და მოთავსებული იყო ფლეშმეხსიერების ბარათზე. ბუნებრივია, ვიხელმძღვანელეთ ამ სიუჟეტით. რამე სადავო ფაქტია, რომ მიტანილი იყო ტელეკომპანიაში აუდიოჩანაწერი? ვინმე უარყოფს ამას?“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განუცხადა, რომელიც ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება-გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჟურნალისტ ნოდარ მელაძის გამოკითხვას დაესწრო.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ტელეკომპანიაში იძულებით შესვლა არ იგეგმება და განჩინება თავისი არსით არანაირ ძალადობრივ ქმედებას არ გულისხმობს.

მისივე თქმით, ამოღება ნიშნავს იმას, რომ მხარეები შეთანხმებულები არიან და ერთი მხარე მეორე მხარეს გადასცემს ნებაყოფლობით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა