მედია - სომხეთში ვადამდელი არჩევნების თარიღი, შესაძლოა, დღეს ან ხვალ გამოაცხადონ

სომხეთში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას დღეს ან ხვალ გამოაცხადებენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა, პრემიერ-მინისტრის პარტიის „ჩემი ნაბიჯის“ წევრმა რომანოს პეტროსიანმა განაცხადა.

„ვემზადებით ვადამდელი არჩევნებისათვის. ვფიქრობ, დღეს ან ხვალ გამოცხადდება გადაწყვეტილება და თარიღი," - განუცხადა პეტროსიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ შიდაპოლიტიკური კრიზისის მოგვარება მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით არის შესაძლებელი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს