ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია ეტაპობრივად სხვადასხვა სახეს შეიძენს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია მტკიცებულებაზე დაყრდნობით იმ ინფორმაციების მიწოდებას ემყარება, რომელსაც უწყება პროფესიონალების ხელმძღვანელობით ახორციელებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე საინფორმაციო კამპანია ეტაპობრივად სხვადასხვა სახეს შეიძენს.

„რაც შეეხება საინფორმაციო კამპანიას, როგორც ხედავთ, ის ძირითადად ემყარება მტკიცებულებაზე დაყრდნობით იმ ინფორმაციების მიწოდებას, რომელსაც ჩვენ ამ ეტაპისთვის ჩვენი პროფესიონალების ხელმძღვანელობით ვახორციელებთ. ასევე, მნიშვნელოვანია დაავადებათა კონტროლის პირდაპირი ჩართვა, სადაც დეტალურად საუბრობენ ვაქცინების რისკებისა და სარგებლის შეფასებასთან დაკავშირებით. გეგმის მიხედვით, საინფორმაციო კამპანია ეტაპობრივად სხვადასხვა სახეს შეიძენს“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა