ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ასევე ჩაერთვებიან ხანდაზმულთა სახლების წარმომადგენლები და 75 წელს გადაცილებული ადამიანები

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ასევე ჩაერთვებიან ხანდაზმულთა სახლების წარმომადგენლები და 75 წელს გადაცილებული ადამიანები. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ასტრაზენეკას“ მიმართ საკმაოდ აგრესიული ანტიკამპანია მიმდინარეობს.

„მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ „ასტრაზენეკას“ მიმართ მიმდინარეობს საკმაოდ აგრესიული ანტიკამპანია, რომელიც დღეს ჩანს, რომ არ იქნება ამოღებული ვაქცინაცის პროგრამიდან. ძალიან ბევრი ქვეყანა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მხარს უჭერს „ასტრაზენაკათი“ ვაქცინირებას. რა თქმა უნდა, ეს მოვლენებიც ასევე გავლენას ახდენს ჩვენი პირების აქტივობაზე, თუმცა, არსებული გეგმის მიხედვით, რომელიც ვაქცინაციის გეგმაშია გაწერილი, 3 დღის განმავლობაში მეტი მოლოდინი არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ გეგმას მივყვებით. ამ ეტაპისთვის ვერ ვხედავთ, საგანგაშო, კრიტიკულ მაჩვენებელს. შემდეგი ჯგუფი იქნება ხანდაზმულების სახლები და 75 წელს ზევით პირები, რომელთა მიმართებითაც დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი პერიოდიდან იქნება მათთვის ღია ფანჯარა და როდის ჩაერთვებიან ისინი ვაქცინაციის პროცესში“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა