გულშემატკივრებს 28 მარტს, დინამო არენაზე, საქართველოსა და ესპანეთს შორის  მატჩზე დასწრება შეეძლებათ

გულშემატკივრებს 28 მარტს, დინამო არენაზე, საქართველოსა და ესპანეთს შორის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე დასწრება შეეძლებათ.

აღნიშნული ინფორმაცია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა.

,,28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას ადასტურებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაშიც.

ცნობისთვის, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას შვედეთის წინააღმდეგ 25 მარტს გამართავს. შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა