თამარ გაბუნია - საზოგადოებასთან კიდევ მოგვიწევს მსჯელობა ვაქცინაციის მოსალოდნელ სარგებელზე და იმაზე, რამდენად მაღალია მისი მნიშვნელობა, რომ ეპიდემიასთან დაკავშირებული სასიცოცხლო რისკები დავძლიოთ

საზოგადოებასთან კიდევ ერთხელ მოგვიწევს საფუძვლიანად მსჯელობა ვაქცინაციის მოსალოდნელი სარგებლის შესახებ და იმაზე, თუ რამდენად მაღალია მისი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენ ეპიდემიასთან დაკავშირებული სასიცოცხლო რისკები დავძლიოთ ვაქცინაციის საშუალებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა ახალციხეში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ექთანს აცრის შედეგად სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია გამოუვლინდა. თამარ გაბუნიას თქმით, ეს ძალიან საყურადღებო შემთხვევაა.

„ორი დღეა ვაქცინაცია დავიწყეთ. ვაქცინაციის პროცესის მიმართ ნდობა საზოგადოებაში და სამედიცინო პერსონალში ისედაც მაღალი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ ვაქცინაციის რისკი მის სარგებელთან მიმართებაში ყოველთვის უფრო ნაკლები არის. ამიტომ დღეს, ექსპერტები სწორედ ამაზე აკეთებენ აქცენტს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, „ევროპის მარეგულირებელი“ ცალსახად მიუთითებს იმას, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული სარგებელი აღემატება რისკებს. სამწუხაროდ, ერთეული შემთხვევები ხდება, მილიონში ერთეული გამოდის ასეთი შემთხვევები, როგორც ჩანს და ისიც სამწუხაროა, რომ 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ჩატარებული ეს აცრა და ასეთი მძიმე რეაქცია ლიტერატურაში დაფიქსირებული არ არის. იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან საყურადღებო შემთხვევა და ჩვენ საზოგადოებასთან კიდევ ერთხელ მოგვიწევს საფუძვლიანად მსჯელობა ვაქცინაციის მოსალოდნელი სარგებლის შესახებ და იმაზე, თუ რამდენად მაღალია მისი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენ ეპიდემიასთან დაკავშირებული სასიცოცხლო რისკები დავძლიოთ ვაქცინაციის საშუალებით“, - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც ცნობილია, შემთხვევა ახალციხის კლინიკა „იმედში“ დღეს მოხდა. ადგილობრივი მედიასაშუალების, „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ექთანი შეუძლოდ ვაქცინაციის შემდეგ გახდა. ამის შემდეგ ადგილზე სიტუაცია დაიძაბა და ექთნის ოჯახის წევრებმა კლინიკის ფანჯრები ჩაამტვრიეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა